ჭაბუკიანის სკოლის მოსწავლეებმა გაზეთი, სახელწოდებით ''წარსულის სხივი მომავლის ლამპარი'', გამოუშვეს
09-02-2017

ჭაბუკიანის სკოლაში, დაწყებითი კლასის მასწავლებლების: თოილარ ფოლადაშვილის, თინათინ ჩუგოშვილის, ელზა ჩალაძის, ლია ბოხაშვილის, ხათუნა ღუღუნიშვილის და ნინო კოვზირიძის ორგანიზებით, ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა ნახეს გოგებაშვილის ცხოვრების ამსახველი ფერადი სლაიდები, წაიკითხეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია და ლექსები. 

მათ ასევე, გამოუშვეს გაზეთი სახელწოდებით ''წარსულის სხივი მომავლის ლამპარი''. 

როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, ღონისძიება საინეტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203