ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაზიანებული წიგნები განაახლეს
26-12-2018
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკარის, მარიამ ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჩატარდა აქცია „წიგნის მკურნალი“.
აქციაში VIIIბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ( ხელმძღვანელი: ლ. ტაბიძე).
მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული რესურსით (მაკრატელი, წებო, წებოვანი ფურცლები) გაანახლეს დაზიანებული წიგნები და მიანიჭეს მათ ახალი სიცოცხლე ახალი მკითხველისათვის.