ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზაკის საჯარო სკოლაში ქართულენოვანი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ლექსები, სიმღერები და მინი სპექტაკლები წარმოადგინეს.
„დიდი ხანი ვემზადებოდით და ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეები, არავინ გამოგვირჩევია, ყველა მოსწავლე ჩავრთეთ საახალწლო აქტივობებში. სცენაზე გამოსვლა მათთვის დიდი მოტივაციაა, ჩემთვის კი ის არის სტიმულის მომცემი, რომ მთელი სოფელი უდიდესი ინტერესით ელოდა ამ საზეიმო საღამოს“, - აღნიშნა ქართული ენის მასწავლებელმა ცაულინა მალაზონიამ.
აღსანიშნავია, ასევე მშობლების დაინტერესება და ჩართულობა, რაც კოსტიუმებისა და აქსესუარების მომზადებაში და ღონისძიებაზე დასწრებაში გამოიხატა.
მსგავსი ღონისძიებები დიდად უწყობს ხელს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს