სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალგეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ
25-12-2018
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ დაფინანსებული თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში პროექტი „ტურიზმი ჩემს მხარეში“ აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ალგეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ.
მოსწავლეები ეროვნულ პარკში მობინადრე ცხოველებსა და ფრინველებს გაეცნენ, ასევე გაიგეს პარკის მნიშვნელობის შესახებ.
„ბავშვებს ძალიან მოეწონათ მორიგი გასვლითი გაკვეთილი და სოფელში იმ იმედით დაბრუნდნენ, რომ სხვა დროსაც აუცილებლად ესტუმრებიან ალგეთის ეროვნულ პარკს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს