არლის საჯარო სკოლაში გასვლითი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
25-12-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის, არლის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში გასვლითი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. გასვლით ღონისძიებას ორგანიზება დაწყებითი კლასების კათედრის წევრებმა გაუწიეს.
I, II, III და IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ლალი კაჭკაჭაშვილის, ქეთინო აფრიამაშვილის, გულნაზი ჯანაშვილის და ნინო კაჭკაჭაშვილის ხელმძღვანელობით, ახალციხის თოჯინების თეატრში იმყოფებოდნენ და სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლამაზად მორთულ დარბაზში მოსწავლეებმა თოვლის პაპასთან და ზღაპრის გმირებთან ერთად ცეკვა-სიმღერით აიმაღლეს საახალწლო განწყობა, მიიღეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს