არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლოდ ემზადებიან
24-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაგვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან.
სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე დაიდგა, რომელიც მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთეს. გაიმართა ასევე, საახალწლო ზეიმი, სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და საახალწლო ლექსები.