ძმაგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა უფროსი მასწავლებლები გაახარეს
24-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის ძმაგულის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
კერძოდ, მოსწავლეებმა უფროს მასწავლებლებს: ირა ცეცხლაძეს, ზოია მახარაძეს, ელისო მახარაძეს, მალხაზ მახარაძეს და ხათუნა ასლანიძეს შემოქმედებითი საღამო მიუძღვნეს.
აღნიშნულის ფარგლებში მოწაფეებმა მათ ღვაწლზე ისაუბრეს, ასევე, ლექსები წაიკითხეს და თეატრალური დადგმა წარმოადგინეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ალიოშა გორგილაძე,თეიმურაზ მახარაძე და გოჩა მახარაძე.
მათივე ინფორმაციით, აქტივობამ საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა.
ცნობისთვის, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს