„ინტერვიუ დირექტორთან“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო აქტივობა
24-12-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIIბ კლასმა და კლასის ხელმძღვანელმა, აზა ნაფეტვარიძემ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე თავიანთ აქტივობაში ჩართეს და მისგან ინტერვიუ აიღეს.
კითხვები ძირითადად საახალწლო თემებს ეხებოდა.
„ბავშვების დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა ქალბატონი ფაქიზოს მიერ გულღიად გაცემულმა პასუხებმა, განსაკუთრებით კი, მის ბავშვობაზე და სამომავლო გეგმებზე. ინტერვიუს ბოლოს მან ბავშვების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, რესპოდენტიც და კორესპოდენტიც კმაყოფილები დარჩნენ და მოსწავლეებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს