ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორი პროექტი განახორციელეს
24-12-2018
„სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხცისის საჯარო სკოლაში ორი პროექტი განხორციელდა. პროექტს „კინო სკოლაში“ ხელოვნების მასწავლებელი თამარ მეტრეველი ხელმძღვანელობდა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა 14 ფილმი ნახეს და გაარჩიეს, შემდეგ კი ამ ფილმებიდან სცენები გააცოცხლეს. ასევე, სკოლამ ხმის გამაძლიერებელი შეიძინა.
მეორე პროექტს, „კალათბურთის სამყაროში“ სპორტის მასწავლებელი მამუკა გამრეკელი ხელმძღვანელობდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები კალათბურთის თამაშის წესებს გაეცნენ და ბოლოს, მცირე შეჯიბრიც გამართეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს