ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
24-12-2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ელენე ფალელაშვილის თაოსნობით, პოეზიის საღამო გამართეს. ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამოზე მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და გალაკტიონის ლექსები - „მესაფლავე“, „რომელი საათია?“ და სხვები მხატვრულად წაიკითხეს.
პოეზიის საღამოს სკოლის დირექციის წევრები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. საღამომ ყველა დამსწრის დიდი მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს