ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი სასწავლო კლუბი გაიხსნა
24-12-2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი სასწავლო კლუბი გაიხსნა.
აღნიშნული კლუბი სკოლის თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელმძღვანელობას მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელ - რეიჩელ ლენგსტონთან ერთად ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე გაუწევს.
ინგლისურენოვანი სასწავლო კლუბის მთავარი მიზნებია:
ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება;
ამერიკული კულტურის გაცნობა;
შედარება ქართულ წეს-ჩვეულებებთან და სახალისო თამაშებით მოსწავლეთათვის სწავლის სურვილის გაღვივება.
სასწავლო კლუბი დაფუძნებულია თანასწორობისა და მეგობრობის პრინციპებზე.
კლუბის დევიზიც აქედან გამომდინარეობს - „აქ ყველა თანასწორია“.
იგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზეა გათვლილი და შეხვედრებს თვეში ერთხელ მართავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს