წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბონდო კილაძემ კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე რეკორდი დაამყარა
24-12-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის, წაღვლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ბონდო კილაძემ ქუთაისში გამართულ კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე რეკორდი დაამყარა.

ძალოსნის აკვრაში დაძლეულმა წონამ ევროპის 15 წლამდელთა რეკორდს 1 კილოგრამით გადააჭარბა. ბონდო კილაძემ თავი 131 კილოგრამს გაართვა.

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203