განათლების სამინისტრო 2018 წელს აშენებული და რეაბილიტირებული სკოლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
24-12-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს სკოლებში განხორციელებული პროექტებისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დასრულდა 22 სკოლის მშენებლობა; ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 87 სკოლას, მათ შორის 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია, ხოლო 84 სკოლას ნაწილობრივი. 

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაფინანსდა 180-მდე სკოლა.

სამინისტროს ინფორმაციით, წლის განმავლობაში MCC -ის (მილენიუმის განვითარების პროგრამა) მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 58 სკოლას, ხოლო 57 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაფინანსდნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203