სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალგეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ
21-12-2018
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამის ფარგლებში, პროექტი - „ტურიზმი ჩემს მხარეში“ ხორციელდება. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი დატვირთულია მრავალფეროვანი საინტერესო თემებითა და გასვლითი გაკვეთილებით.
პროექტის ფარგლებში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოწავლეები ალგეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ. სკოლის აღსაზრდელებმა გაიგეს თუ რომელი მცენარეები ხარობს და რა ცხოველები ბინადრობენ ეროვნულ პარკში. მოსწავლეები ასევე ალგეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობას გაეცნენ.
„მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მორიგი გასვლითი გაკვეთილი და სოფელში იმ იმედით დაბრუნდენ, რომ სხვა დროსაც აუცილებლად ესტუმრებიან ალგეთის ეროვნულ პარკს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს