ქვემო მახოს საჯარო სკოლაში შიდა შეფასების მორიგი გაკვეთილი ჩატარდა
21-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასში შიდა შეფასების კიდევ ერთი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფის წევრები: ქიშვარდი გორგოშაძე, ციცინო სამნიძე და სალომე ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მესამე კლასში თემაზე „ტყე და მისი მნიშვნელობა“ მასწავლებელმა ნონა გოგოტიძემ ჩაატარა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები დაეუფლონ კითხვის ტექნიკას და შეძლონ წაკითხულის გააზრება, მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის პოვნა, ტექსტში მოცემული სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებული ინფორმაციის დაკავშირება პირად გამოცდილებასთან.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გარემოში ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს