
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „კინო სკოლაში“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში კინო-ჩვენებები გაიმართა და მოსწავლეები ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ნიმუშებს გაეცნენ.
სკოლაში ასევე ჩატარდა დისკუსიები, სკოლის აღსაზრდელებმა აფიშები და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი პერსონაჟის პლაკატები შექმნეს.
პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება.
იხილეთ ფოტოები