თელავის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური ზღაპარი დადგეს
21-12-2018
თელავის N8 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელის მარინე ალექსიშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება - მუსიკალური ზღაპარი „კომბლე“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საინტერესო და მხიარული გამოვიდა. მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებმა ძალიან გვასიამოვნეს და დამდეგი ახალი წელი ინსცენირებებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მოგვილოცეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს