ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
20-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის მე-10 კლასში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. სამოქალაქო განათლებას მეათეკლასელებს პედაგოგი დარიკო მელაძე ასწავლის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საარჩევნო კომისიის წევრთა როლები გაითამაშეს და არჩევნები დემოკრატიული წესით, ყველა პროცედურის გავლით ჩაატარეს. ამომრჩევლების როლი პედაგოგებმა მოირგეს.
„პროცედურა სახალისო იყო. გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, ბავშვებმა ნახეს თუ როგორ, რა საფეხურების გავლით ხდება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. თანამშრომლობა შედგა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
აქტივობის ბოლოს სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და საგნის მასწავლებელს მადლობა გადახადა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს