ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი ჩატარდა
20-12-2018

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის I კლასში კონკურსი - „ბოსტნეული - სასარგებლო საკვები“ ჩატარდა. 

კონკურსს კლასის დამრიგებელი ნათია დევიძე ხელმძღვანელობდა. მასში მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებლი მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის მიზანი იყო მოზარდებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია.

მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით დაამზადეს ბოსტნეულის სალათები და ბოსტნეულის სარგებლიანობაზე ისაუბრეს. 

მომზადებული კერძები ჟიურიმ შეაფასა და საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. 

ჟიურის წევრები იყვნენ სკოლის სასწავლო ნაწილი საორგანიზაციო დარგში ომარ ავალიანი, სკოლის ბიბლიოთეკის გამგე მაია კვიტაშვილი და დაწყებითი კლასების პედაგოგი შორენა ყურაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203