აწყვიტის საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
20-12-2018
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სსსმ მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. 

აწყვიტის საჯარო სკოლაში 4 სსსმ მოსწავლე სწავლობს. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია VI კლასის მოსწავლის, ქრისტინა ივანიძის ნამუშევრებმა. გოგონა ქმნის როგორც ნახატებს, ასევე მუშაობს თიხაზე და ძერწავს. 

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით 2018-19 სასწავლო წელს, აქტიურად მიმდინარეობს სწავლება სკოლაში სსსმ მოსწავლეებთან, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სპეც მასწავლებელს, თეონა ინასარიძეს, რომელიც სკოლაში ამ სასწავლო წლიდან დასაქმდა და უკვე ძალიან დიდი აქტიურობით და მონდომებით ეკიდება თავის საქმეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203