პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს
20-12-2018

დუშეთის მუნიციპალიტეტის, პირმისაანთკარის საჯარო სკოლის VI-VIII კლასის მოსწავლეები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე და მის საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი ექსპონატები დაათვალიერეს და მუზეუმის დაარსების ისტორიას გაეცნენ.

მოსწავლეები ასევე მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203