თბილისის N76 საჯარო სკოლის პირველკლასელები დამდეგ ახალ წელს საკუთარი ხელით დამზადებული დეკორაციებით ხვდებიან
20-12-2018
თბილისის N76 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.

1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო ქოთოლაშვილის ხელმძღვანელობით, საკუთარი ხელით საახალწლო დეკორაციები დაამზადეს, საკლასო ოთახი მორთეს და ნაძვის ხე დადგეს.

„პირველკლასელები მოუთმენლად ელოდებიან ახალ წელს, საკლასო ოთახში საზეიმო განწყობა და ფუსფუსია. დამდეგ ახალ წელს პატარა ხელმარჯვე ოსტატები თავიანთი ნამუშევრებით ხვდებიან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203