ხოჯორნის საჯარო სკოლაში პედაგოგმა მუსიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
20-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში პედაგოგმა ლუსინე ასატრიანმა მე-5 კლასში მუსიკაში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
აღნიშნულის თემა გახლდათ - „რა არ ვიცოდი, რა ვისწავლე, რა შემიძლია“, რომელიც ერთ სემესტრში შესწავლილ მასალას მოიცავდა.
სასწავლო პროცესზე მოსწავლეებმა მუსიკის როლზე, სხვადასხვა ერის საკრავებზე, ბეთჰოვენის, ბახის, კომპოზიტორ ვარინკა წერეთლის შესახებ ისაუბრეს და ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი კომპოზიცია „სულიკოც“ შეასრულეს. დასასრულს კი სომხური ხალხური სიმღერებიც იმღერეს.
დირექციის ცნობით, გაკვეთილს სკოლის დირექტორი, ესთეტიკის კათედრის წევრები და სქემის ფასილიტატორი ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს