წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი „ნახატებით გადმოცემული ბავშვთა უფლებები“ განხორციელდა
20-12-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში IVგ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნანა თუთისანი) განახორციელეს სასწავლო პროექტი „ნახატებით გადმოცემული ბავშვთა უფლებები“.
პროექტი საგნის „მე და საზოგადოების“ ფარგლებში განხორციელდა.
საგნის პედაგოგმა, ფიქრია გიორხელიძემ ბავშვებს ბავშვთა უფლებების კონვენცია გააცნო, მათ იმსჯელეს თითოეული მუხლის შესახებ, ერთმანეთისაგან განასხვავეს უფლებები და მოვალეობები, ფერადი ფურცლებით შექმნილ პეპლებზე, გულებზე და გვირილებზე გადაიტანეს თითოეული მუხლი და შექმნეს ნახატი.
ღონისძიების ბოლოს მოეწყო პრეზენტაცია და მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა ფოიეში.
პროექტის განხორციელება სიმბოლურად 20 ნოემბერს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს დაიწყო და 5 დეკემბერს დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს