„ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ – კონკურსში ქვაბღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა გაიმარჯვა
20-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი დავით ჩივაძე პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეობს

აღნიშნულის ფარგლებში მასწავლებელი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამართულ კონკურსში -„ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“, ჩაერთო და ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა, შედეგად კი ტრენინგს დაესწრო. 

დამსწრეებმა ლექციები მოისმინეს და დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს, რომლებიც ევროკავშირის თემებს ეხებოდა. 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, გამარჯვებული მასწავლებლები 2 ლექციას მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ. ამავდროულად, ამ ლექციებს გადაიღებენ, რის საფუძველზეც, საკონკურსო კომისია 10 მასწავლებელს შეარჩევს. გამარჯვებულები კი 2019 წელს  ბრიუსელში გაემგზავრებიან.

ქვაბღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი  სკოლას და მასწავლებელს ამ გამარჯვებას ულოცავს და  წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203