ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი ოცნების ქალაქი“ განახორციელეს
20-12-2018

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფიქრია ბასილაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩემი ოცნების ქალაქი“ განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტი თემატური ციკლის - „აშენე და ამშვენე“ დასრულების შემდეგ ჩაატარეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ჯგუფურად მაკეტები დაამზადეს და წარმოადგინეს თუ როგორი უნდათ იყოს მათი მშობლიური ქალაქი. 

„მათი სურვილია, ქალაქი, სადაც ცხოვრობენ, იყოს გალამაზებული, დამშვენებული მრავალსართულიანი სახლებით, განათებული და რაც მთავარია ქალაქში იყოს ბავშვთა გასართობი პარკები და ცენტრები. აქვე დადეს პირობა, რომ კარგი სწავლით მშობლიურ ქალაქს თავიანთი ოცნების ქალაქად აქცევენ. მე კი, სხვა რა დამრჩენია, გარდა იმისა, ვუსურვო ჩემ პატარებს თავიანთი სურვილებისა და ოცნების ასრულება. მინდა ყველამ ერთად ვიხილოთ მათი ოცნების ქალაქი და ამ ქალაქში ვიცხოვროთ ერთად, ტკბილად, მეგობრულად და სიყვარულით გავუთბოთ ერთმანეთს გულები“,-ამბობს კლასის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203