
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.
Iდ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ეკა სირაძის ხელმძღვანელობითა და მშობლების დახმარებით საკლასო ოთახი ხელნაკეთი აქსესუარებით მორთეს. აღსანიშნავია, რომ საახალწლო მოსართავები მოსწავლეთა მშობლებმა დაამზადეს.
„ეს საინტერესო და მეტად სახალისო პროცესი მოსწავლეების, მშობლების და ეკა მასწავლებლის მონაწილეობით წარიმართა. კლასის დამრიგებლის იდეა მდგომარეობდა შემდეგში: მშობლებს საკუთარი ხელით უნდა დაემზადებინათ საახალწლო აქსესუარები, დამზადებული აქსესუარებით კი მოერთოთ საკლასო ოთახი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები