
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მწერლებზე ვიდეოკლიპი მოამზადეს.
კლიპი მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ქსელური პროექტის ფარგლებში დაამზადეს. პროექტის სახელწოდება „საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“ იყო.
კლიპის ავტორები მარიამ ვარდოშვილი და შოთიკო ვარდოშვილი არიან, მათ კონსულტანტ-მასწავლებელი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ფილმის ოპერატორი და რეჟისორი ბექა ტერტერაშვილი გახლდათ.
იხილეთ ვიდეო