მულახის საჯარო სკოლაში მეწარმეობის შესახებ საფინალო გაკვეთილი ჩატარდა
19-12-2018
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლაში პროგრამა „იყავი მეწარმეს“ საფინალო გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

„ჩვენთვის ყველაზე საიმედო და ერთგული პარტნიორი „იყავი მეწარმე“ პროგრამის შემქმნელი ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ როგორც ყოველთვის დღესაც ჩვენს გვერდით იყო, უღრმესი მადლობა ვიქტორია კვარცხავას სტუმრობისა და ახალი პროგრამით დასაჩუქრებისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მულახის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის განყოფილებას, ელენე განაიას, დავით ნავერიანს, მესტიის რესურსცენტრის უფროსს დარეჯან ნიგურიანს, ნარი ფარჯიანს, მესტიის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს მურთაზ ფალიანს, ასევე  მოსწავლეთა მშობლებს სტუმრობისა და თანადგომისთვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203