ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიტამინების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
19-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა კარინე ფაშიკიანმა მე-9 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „ვიტამინები“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და ვიტამინების მნიშვნელობასა და მათ აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მეცხრეკლასელებმა ასევე აღნიშნეს დაავადებები, რომლებიც ადამიანს ვიტამინების ნაკლებობის შედეგად უვითარდებათ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ხილ-ბოსტნეულისგან სალათები მოამზადეს და ამა თუ იმ ხილისა და ბოსტნეულის სარგებლიანობასა და ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე ისაუბრეს. იხილეთ ფოტოები