სარუსოს საჯარო სკოლა გამარტივებული წესით დაფინანსებული სკოლების სიაშია
19-12-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის სარუსოს საჯარო სკოლა გამარტივებული წესით დაფინანსებული სკოლების სიაშია. ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამარტივებული წესით დაფინანსებული სკოლების ნუსხა განისაზღვრა.
აღნიშნულის შესაბამისად სარუსოს საჯარო სკოლაში პროექტი ჩატარდა, რომლის ფარგლებში კლასგარეშე და ექსტაკულიკულარული წრე შეიქმნა.
ასევე, სკოლამ კულტურა-ხელოვნების მიმართულებით პროექტი „ხელოვნების სახელოსნო“ განახორციელა, რომელიც 17 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფუნქციონირებდა, მის ფარგლებში ფაქტობრივად ჩატარებულმა საათების რაოდენობამ კი 20 საათი შეადგინა.
სკოლის დირექციის ცნობით, „ხელოვნების სახელოსნოში“ მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო, რომლებიც მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მათივე ინფორმაციით, შედეგად მოსწავლეებმა გამოყენებითი ხლოვნების დარგების მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს და კრეატიული აზროვნების უნარი გაიუმჯობესეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს