ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა
19-12-2018
ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. კერძოდ, სასწავლო სივრცეში დღესასწაულთან დაკავშირებული გაზეთები გამოიფინა; ასევე, მოსწავლეებმა ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში მორთეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები გამოამჟღავნეს. 

მათივე ინფორმაციით, სასწავლო სივრცეში საგაკვეთილო პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით მიმდინარეობს, სადაც მოწაფეები განათლებას სრულყოფილად იღებენ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203