გაიცანით მასწავლებელი ყვარლიდან, რომელიც მოსწავლეებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს
18-12-2018

„ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ - კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. 

კონკურსი საგანმანათლებლო  ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს ორგანიზებით ჩატარდა. 

დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა.   

მეორე ადგილი მოიპოვა თბილისის N106 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტომ, რომელსაც 969 მოწონება აქვს.

გამარჯვებულებს შორის წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის IV კლასის პედაგოგის ქეთევან ოჩინსკის ფოტოც მოხვდა.

მასალის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203