ბარდნალის საჯარო სკოლის „ეკოქიმიკოსების კლუბის“ წევრებმა პესტიციდების გამოყენების საწინააღმდეგო დღე აღინიშნეს
18-12-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის „ეკოქიმიკოსების კლუბის“ წევრებმა პესტიციდების გამოყენების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღინიშნეს.
ღონისძიებას კლუბის ხელმძღვანელი, ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და პესტიციდების გამოყენების შემცირებასა და უსაფრთხო ალტერნატივებით ჩანაცვლების გზებზე იმსჯელეს.
„მადლობა კლუბის ხელმძღვანელს ლამზირა ონიანს და კლუბის აქტიურ წევრ მოსწავლეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს