უდის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო პროექტები ხორციელდება
18-12-2018

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით „ახალი წელი ყველგან მივა“.


ღონისძიების ფარგლებში, რომელშიც უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციების აღწერა და პრეზენტაცია მოეწყო. 

კლასი გაიყო ორ ჯგუფად აირჩიეს სხვადასხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ეგვიპტე. ჯგუფის წევრებმა შეაგროვეს ამ ქვეყნების საახალწლო ცნობები, სურათები, მოაწყეს გამოფენა და პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფის წევრებმა იხელმძღვანელეს, როგორც წიგნებით ასევე ინტერნეტით.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში შემოქმედებითი, პრეზენტაციის გაკეთების, მსჯელობისა და ანალიზის გაკეთების უნარების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203