გაიცანით დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული ქრისტინე კილასონია
18-12-2018
ქრისტინე კილასონია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის 2018 წლის კურსდამთავრებულია, რომელმაც წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჯერ კომპიუტერით, შემდეგ კი - მედლით დაჯილდოვდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ქრისტინე კილასონია 2018 წელს 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 
 
„დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას ვუხდით ქრისტინეს და მის მშობლებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 
 
იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203