იფარის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები პროექტში - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ მონაწილეობდნენ
18-12-2018
იფარის საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ციალა ზურებიანი და მისი მოსწავლეები მესტიის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩატარებულ პროექტში - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ მონაწილეობდნენ. პედაგოგი ღონისძიებაზე პროექტით - „გალაკტიონი პოეზიის მეფე“ წარსდგა. პროექტის სლოგანი იყო - „...წვეთი სისხლის არ არის ჩემში არა ქართული ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის...''
ღონისძიებაში - მე-8 კლასის მოსწავლე მიხეილ ხვისტანი, მეექვსეკლასელი მალხაზ გულბანი, მე-10 კლასის მოსწავლე თამთა სულავა და მეცხრეკლასელი მარიამ კვანჭიანი მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ვიდეო