კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის კისისხევის საჯარო სკოლამ მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. სკოლამ ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი და მონაწილეობა მიიღეს მეორე შესარჩევ ეტაპზე მათ სკოლამ სერტიფიკატებთან და სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.
სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე და ეტალონის ტრენერი მასწავლებელი ლია გრძელიშვილი დიდ მადლობას უხდის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სულისჩამდგმელ გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს გულისხმიერი თანამშრომლობისათვის.