კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ
18-12-2018
გარდაბნის მინიციპალიტეტის, კალინინოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. მე-9 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ. სკოლის აღსაზრდელებს პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს. იხილეთ ფოტო