ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები რადიოგადაცემაში მიიწვიეს
18-12-2018
ტყემლანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „ფლორას“ წევრები მერიის ხელშეწყობით „სამხრეთის კარიბჭის“ რადიოგადაცემა „ავანგარდში“ იმყოფებოდნენ.
სკოლის გარემოსდამცველებმა განხორციელებულ აქტივობებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.
„აქტივობის მიზანი იყო მოსახლეობის ფართო მასებისთვის გაეცნოთ ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში. მოსწავლეებმა მოსახლეობას მოუწოდეს გაითავისონ ბუნების დაცვის პრობლემები და აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით პროგრამაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს