ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის თემატური სწავლებისას განახლებული წესებით წერაზე ვებინარი ჩატარდება
17-12-2018

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის მორიგი ვებინარი - ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვებინარის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს გაიაზრონ წერის უნარ-ჩვევის სწავლების პორცესი თემატური სწავლებისას.

„გინდათ თქვენს მოსწავლეებს განახლებული წესებით ასწავლოთ წერა თემატური სწავლებისას? - მაშინ შემოუერთდითვებინარს - How to develop a Thematic Unit – Important Tips to Teaching Writing“, - ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავცელებულ  ინფორმაციაში.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება ინგლისურის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს და მასში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია 19 დეკემბერს 15:00 სთ-დან  15:50 სთ-მდე ჩატარდება.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203