უჩხოს საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე წარმატებით ფუნქციონირებს
17-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე ფუნქციონირებს, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმულნი. აღნიშნულის ფარგლებში მეხუთე საწრეო შეხვედრა ჩატარდა, რომელზეც მასწავლებელი ნანული სოლომონიძე გახლდათ.
სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეებმა „შეკრებისა და გამოკლების თვისებები“ განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, აქტივობები, რომელიც მოწაფეთა შემეცნებაზეა ორიენტირებული, კვლავ გაგრძელდება.