არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე კონფერენციით აღნიშნეს
17-12-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება -კონფერენცია ჩაატარეს.
აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელოს - „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ და საკლასო პროექტების სწავლების ფარგლებში მოეწყო (პედაგოგი მზია პიტიურიშვილია). თემა გახლდათ: „მე აქტიური მოქალაქე ვარ“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებებისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მთავარი ჯაჭვის ძირითად შემადგენელ და ურთიერთდაკავშირებულ რგოლებზე, საინტერესოდ ესაუბრნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება უფრო საინტერესო გამოვიდა იმით, რომ ეს ყველაფერი მათ მშობლიურ ლიტერატურასთან ინტეგრირებულად გააკეთეს: „ვეფხისტყაოსნიდან“, ნიკო ლორთქიფანიძისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამონარიდები მხატვრულად წაიკითხეს, ღონისძიების ბოლოს კი ასოციაციური რუკა შექმნეს, სახელწოდებით - „მოქალაქეობის ხე“, რომელიც მათთვის დამახასიათებელი და მომავალში სასურველი აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო „ღირებულებების ფოთლებით“ შემოსეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს