ხოჯორნის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია „არსებითი სახელი“ გაიმართა
17-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში ქართულს ადგილობრივი, სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები ასწავლიან. 

პედაგოგმა ანაიტ ვერმიშიანმა და მე-7 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია „არსებითი სახელი“ წარმოადგინეს. 

პრეზენტაციას სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი, სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი ნარინა ასატრიანი, კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი, მშობლიური ენის პედაგოგი მანუკ მანუკიანი და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

პრეზენტაციაზე სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია მომავალი თაობისთვის და მათი მომავალი წარმატებისთვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203