საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი ნინო გოცირიძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა ჩაატარეს. ვიქტორინის თემა იყო - „საქართველო“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის მოსწავლეები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ და ჯგუფის სახელები შეარჩიეს. მეექვსეკლასელებმა ერთმანეთს საქართველოს ყველა კუთხის შესახებ 30–30 კითხვა დაუსვეს.
მოსწავლეთა პასუხები ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული ჯგუფი გამოავლინა. იხილეთ ფოტოები