ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგეს
17-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სკოლის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგო. 

ნერგები მოსწავლეებს ახალციხის მერიის თანამშრომლებმა გადასცეს. 

ნერგები სკოლის ეზოში აქციის „მწვანე ზონა“-ს ფარგლებში დაირგო. აქციაში ეკო-კლუბის წევრების გარდა მონაწილეობდნენ დანარჩენი მოსწავლეებიც. 

აქციის მიზანი სკოლის მწვანე ზონის გაფართოება და მასზე ზრუნვა იყო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203