თბილისის N138 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით მულტიპლიკაციური ფილმი შექმნეს
14-12-2018
თბილისის N138 საჯარო სკოლის პირველ კლასში ბუნების გაკვეთილზე თემად „შინაური ცხოველები“ აიღეს.
ხელმძღვანელი პედაგოგი ნატალია სიბაშვილი გახლდათ.
სკოლის დირექციის ცნობით, მოსწავლეები შესასწავლ მასალას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ. კერძოდ, ბავშვებმა ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ პერსონაჟი შინაური ცხოველები და თავად კომბლე დახატეს და გამოძერწეს, ხოლო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ირაკლი ჯორჯაძემ მათი ნამუშევრებით და პატარებისვე გახმოვანებით მულტიპლიკაციური ფილმი „კომბლე“ შექმნა.
დირექცია მოსწავლეებს და კონკრეტულად ირაკლი ჯორჯაძეს წარმატებას უსურვებს, რადგან ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონკურსში „გაცნოცხლებული სურათები“ მონაწილეობას იღებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს