ტაბახმელის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
14-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, ტაბახმელის საჯარო სკოლის VIII კლასში ბიოლოგიაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - სისხლის მიმოქცევის დიდი წრე.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ოთარ გობაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა.
„გაკვეთილი სრულად შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს და მოთხოვნებს. მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე საჩვენებელი გაკვეთილიც მაღალ დონეზე ჩატარდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს