ციხისძირის საჯარო სკოლაში პროექტი - „ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა“ განხორციელდა
14-12-2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა.

პროექტის თემა იყო - ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა.

პროექტი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის პროექტის - „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნათია შიბდიროვმა პროექტის დაფინანსება მოიპოვა.

პროექტი მიზნად ისახავდა თემსა და სკოლაში, ქართველი და არაქართველი, მოსწავლე -ახალგაზრდების დაახლოვებას, ტოლერანტული უნარ-ჩვევების განვითარებას და ურთიერთთანამშრომობას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების განსახლების ისტორიის,  ქართველებთან, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული კუთხით მათი ურთიერთობის, ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების გაცნობას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203