ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგები საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ
14-12-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვითორის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ზრდის მოსწავლეების ინტერესსა და მოტივაციას, რომ მეტად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნა ეხმარება მოსწავლეებს გაიუმჯობესონ აკადემიური მოსწრება.
ამიტომ, „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე მასწავლებელმა მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული მულტფილმი ანახა, რომელიც შემდგომ განიხილეს.
„ასეთი მიდგომით მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და მსჯელობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი პიროვნული ჩამოყალიბებისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის